ფლამარიონის გოლი თურქეთის სუპერლიგის გუნდთან
Aa
Aa

ფლამარიონის გოლი თურქეთის სუპერლიგის გუნდთან

სამდღიანი თურქული შეკრების ფარგლებში ბათუმის ''დინამომ'' ამხანაგური მატჩი თურქულ ''რიზესფორთან'' გამართა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

გია გეგუჩაძის გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონის ანგარიშზეა, რომელიც მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 16 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

შეგახსენებთ, სანაკრებო პაუზისას გია გეგუჩაძის გუნდი სამი დღე ''რიზესფორის'' საწვრთნელ ბაზაზე ემზადებოდა.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები