ბათუმის ''დინამო'' ამხანაგურ მატჩს ''რიზესფორთან'' გამართავს
Aa
Aa

ბათუმის ''დინამო'' ამხანაგურ მატჩს ''რიზესფორთან'' გამართავს

საფეხბურთო კლუბი ბათუმის ''დინამო'' სამდღიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. აჭარული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გია გეგუჩაძის გუნდი ''რიზესფორის'' საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება. ასევე, 13 ოქტომბერს ქართული გუნდი ამხანაგურ მატჩს ''რიზესფორთან'' გამართავს. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

გეგუჩაძის გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩს 20 ოქტომბერს გიორგი ნემსაძის გორის ''დილასთან'' სტუმრად გამართავს.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები