საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე მიემგზავრება
Aa
Aa

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე მიემგზავრება

 საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ქართველ სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე.

ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს, რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC ) ეგიდით, კატარის დედაქალაქი დოჰა 12-16 ოქტომბერს უმასპინძლებს და მასში სპორტის 14 დისციპლინაში 97 ქვეყნის 1237 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ქართველი სპორტსმენები გამოვლენ სპორტის ერთ სახეობაში - ქვიშის ჭიდაობაში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები.


ქვიშის ჭიდაობა

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)
●დავით ხუციშვილი (80 კგ)

●დავით მარსაგიშვილი (90 კგ)
●მამუკა კორძაია (+90 კგ)
●ჯემალ კილაძე - მწვრთნელი

თამაშების დასრულების შემდეგ, 17 ოქტომბერს დოჰაში ჩატარდება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) - ის გენერალური ასამბლეა, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სეოკ-ის ხელმძღვანელები.

საქართველოს დელეგაცია ქვიშის მსოფლიო თამაშებზე 11 ოქტომბერს გაემგზავრება.

ცხელი ამბები