ჰეიგი:''ეს უკანასკნელი შანსია შინ თავაწეულად დაბრუნებისთვის''

სიახლე 10.10.2019
A+ A- 12:43

11 ოქტომბერს ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, ასევე მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

 პირველი კითხვა ახალზელანდიელ სპეციალისტს ეხებოდა, რომელმაც აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო, დიდ მატჩებში კი, გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში არიან ახალგაზრდებიც - კვესელაძე, აფრასიძე, საღინაძე და ისინი საჭირო ენერგიას მოიტანენ, თუმცა მთლიანობაში, სათადარიგო სკამის ჩათვლით, აქცენტი გამოცდილებაზე გავაკეთეთ“.

ჰეიგმა განსაკუთრებული ყურადღება 9-10 ნომრებზე გელა აფრასიძისა და ლაშა ხმალაძის წყვილზე გააკეთა: „ლაშა ხმალაძემ წინა კვირას ფიჯის წინააღმდეგ დაიწყო თამაში და დაცვაში ძალიან კარგი იყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება. გელას რაც შეეხება, ველით თამაშში იმის შემოტანას, რაც შესაძლოა მანამდე გვაკლდა. მას ბურთით სირბილი უყვარს, სწრაფია და მუდამ ყურადღების ქვეშ ექცევა, რამაც შესაძლოა სივრცეები გააჩინოს“.

 მილტონი ამბობს, რომ ავსტრალიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ჩვენი გუნდი ეცდება, რომ მის წინააღმდეგ საუკეთესო თამაში აჩვენოს:

 „ის უმაღლესი დონის გუნდია, რომელმაც ოთხი წლის წინ „ოლ ბლექსთან“ ფინალში ითამაშა. ავსტრალია ათეული წლებია მუდამ ფიგურირებს მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში. მათ აქვთ საჭირო უნარები, სისწრაფე, ყავთ ძალიან ძლიერი ნახევარმცველები და უკანასნელი 12 თვის განმავლობაში, შერკინებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. მოკლედ, ძალიან კარგი გუნდია, თუმცა როგორც ბიჭებმა აღნიშნეს, ჩვენთვის მათთან თამაში უკანასკნელი შესაძლებლობაა, შინ თავაწეულები რომ დავბრუნდეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ავსტრალიას ეთამაშება. აქედან გამომდინარე, ეხლა ჩვენზეა, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას“.

 ავსტრალიასთან ისტორიაში პირველი მატჩი, უკანასკნელი იქნება მილტონ ჰეიგისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, რაზეც ის ამბობს:

„ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება. ეს იყო წარმოუდგენლად კარგი 8 წელი, ახლა კი, სრულად მომავალ თამაშზე ვართ მობილიზებული“.

ფულბეკ სოსო მათიაშვილს სანაკრებო დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. აქამდე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა 23 სექტემბერს, უელსთან გამართული მატჩია, თუმცა იქვე დასძენს, რომ ავსტრალიასთან თამაში არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება:

 „მსოფლიო თასზე უკვე სამი შეხვედრა ჩავატარე და ალბათ, დიდი თამაში უელსის წინააღმდეგ პირველი მატჩი იყო. მნიშვნელობით, განსაკუთრებული იყო ფიჯისთან თამაში, რადგან მათთან მოგებას ვგეგმავდით. მეოთხე მატჩი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვეძლევა იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ კარგი გუნდი ვართ, ბურთით თამაში შეგვიძლია და უკეთესი ნაკრები ვართ, ვიდრე წინა კვირას ვიყავით. ეს ჩვენი ბოლო თამაშია იაპონიაში და როგორც გულშემატკივრები, ასევე ჩვენც, საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებით დავასრულოთ მსოფლიო თასი“.

 ჯაბა ბრეგვაძეს კითხეს, იზიარებს თუ არა გუნდის კაპიტანის, მერაბ შარიქაძის მოსაზრებას, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა ავსტრალიას „შეაკვდეს“:

 „დიახ, ყველას ასეთი გრძნობა გვაქვს და ეს გრძნობა ფიჯის მატჩის შემდეგ, გასახდელში დაგვეუფლა. ამ წაგების შემდეგ ბევრს ვფიქრობდით, თუ როგორ იმედგაცრუებულად გრძნობდნენ თავს ჩვენი ქომაგები, ოჯახის წევრები და მეგობრები. წინ ერთი შანსი დაგვრჩა, 80 წუთი იმისათვის, რომ მათ თავი ამაყად და ბედნიერად იგრძნონ. ეს ჩვენთვის ბოლო შანსია. უკანასკნელი 3,5 თვის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ მოგვეგო ფიჯისთან და უკეთესად გვეთამაშა უელსთან. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა. ახლა ჩვენს თავებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ უკეთესი მოთამაშეები ვართ და ტყუილად არ გავაცდინეთ ეს დრო“.

ლაშა მალაღურაძისთვის ავსტრალიასთან მატჩი ბოლო იქნება მსოფლიო თასზე და მისი სურვილია, რომ ის გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატაროს:

 „ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო თასია და მინდა, რომ ის კარგი შედეგით დავასრულო. ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება იყო. დარჩენილი გვაქვს ერთი შეხვედრა ავსტრალიასთან, რომელიც დიდი გუნდია და ჩვენთვის სიამოვნებაა ასეთი დონის ნაკრების წინააღმდეგ თამაში. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია რაგბის მაღალ დონეზე თამაში და ვნახოთ რა გამოვა“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ლეგენდარული მექსიკელი მოკრივე ოსკარ დე ლა ჰოია სექსუალურ სკანდალში გაეხვა. BBC-ის მიერ მოპოვებული იურიდიული დოკუმენტების თანახმად, ქალბატონი, რომლის ს...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით საქართველოს ნაკრები ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც 1-3...

გამთენიისას სტარტი MLB-ის ფინალურმა დაპირისპირებამ აიღო, რომელშიც „ვაშინგტონ ნეიშენალსი“ და „ჰიუსტონ ასტროსი“ მონაწილეობენ. მს...

ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 153 კგ. დაძლია და ბრინჯა...

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.  მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრ...

რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში ...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

Crystalsport.ge აგრძელებს გადაცემას MASTERCLASS-ი, რომელშიც წარმატებული სპორტსმენი დამწყებ სპორტსმენებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. გადაცემის ...

UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ერთი წლის გოგონას დასახმარებლად 10000 ფუნტი გადარიცხა. მაკგრეგორი Hope For Evie-ს კამპანიაში ჩაერთო, რ...

ახალ ზელანდიელმა სპეციალისტმა მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემდეგ, „ბორჯღალოსნები&...

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) ქართველ ევროპის ჩემპიონ ნიჩბოსან ზაზა ნადირაძესთან 6-წუთიანი სიუჟეტი მოამზადა. გადამღები ჯგუფი ნადირაძის მშობლ...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა.  55 კგ. წონით კატეგორიაში მ...

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი! მასპინძელმა იაპონიამ სამხრეთ აფრიკას დიდი მცდელობების მიუხედავ...

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგ...

მიმდინარე წლის მაისში ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელმა კინონ ლოუმ უამრავი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა. ორეგონის შტატის ერთ-ერთ სკოლაში 18 წლის სტუდენტი ...

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. უელსი საფრანგეთს შეერკინა და ძალიან დრამატულ შეხვედრაში 20:19...

რეკომენდებული სიახლეები
თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა ერთწლიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა. საწყის სტადიაზე აღმოჩენილი მძიმე სენისგან სპორტსმე...
22.10.2019
რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში ...
22.10.2019
შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგი'' საკუთარ კედლებში ''იურგორდენთან'' 0:1 დამარცხდა. გიბრალტართან გატანილი გოლის შემდეგ ...
22.10.2019
ბელგიური ''გენტის'' სარეზერვო გუნდში გიორგი ქვილითაიამ ''ბეერსხოტთან'' მატჩში 30-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ''გენტ...
22.10.2019
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.  მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრ...
22.10.2019
საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კლუბს დაფინანსებთასთან დაკავშირებით უარყოფითი პასუ...
22.10.2019
ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 153 კგ. დაძლია და ბრინჯა...
22.10.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
22.10.2019
თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიამ ახალი მოედანი გახსნა. დღესვე, აკადემიას მიენიჭა ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი. ახალი მოედა...
22.10.2019
ერთ-ერთმა გამორჩეულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ "სეტუბალის" ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჟურნალის ხვალინდე...
22.10.2019
საქართველს ნაკრები ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში ბრძოლას 24 ოქტომბრიდან იწყებს. ქართველებთან ერთად, პირველ ჯგუფში, ელიტ რაუნდში ...
23.10.2019
უკანასკნელი სიახლეები