Aa
Aa

წყალბურთი: თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ესპანურ "ტერასასთან" დამარცხდა

საქართველოს წყალბურთის არსებობის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგაზე ქართული წყალბურთის გუნდის დებიუტი შედგა.

თბილისის „დინამომ“ ევროპის 16 საუკეთესო კლუბს შორის (ვუაილდ ქარდის საშუალებით) ასპარეზობის უფლება მოიპოვა და B ჯგუფში კატალონიურ „ტერასას“ დაუპირისპირდა.

ესპანეთში გამართული შეხვედრა „ტერასას“ გამარჯვებით 9:5 დასრულდა.

B ჯგფში „დინამოსა“ და „ტერასას“ გარდა უნგრული „ფერენცვაროში“, „ბუდაპეშტი“, „მარსელი“, ზაგრების „მლადოსტი“, „ჰანოვერი“, და ტურნირის მთავარი ფავორიტი იტალიური „პრორეკო“ გამოდიან.

ცხელი ამბები