მერაბ შარიქაძე:
Aa
Aa

მერაბ შარიქაძე: "კუთხეში ვართ მიმწყვდეული,ავსტრალიას შევაკვდებით"

2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები დასკვნით შეხვედრას 11 ოქტომბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ.

გუნდი უკვე შიზუოკაშია და მომავალი მატჩისთვის იქ ემზადება. მანამდემსოფლიო რაგბიბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს განვლილი და მომავალი თამაშების შესახებ ესაუბრა:

ყველა მოთამაშეს და განსაკუთრებით მე, გვრცხვენია ჩვენი გულშემატკივრის და ოჯახების, რადგან ისინი სულ სხვა რამეს ელოდნენ. ჩვენი რეპუტაცია ძლიერ დაზარალდა და ამის გამოსწორების ერთადერთი საშუალება არსებობს - კარგად ვითამაშოთ ავსტრალიასთან. შევაკვდებით. ახლა დასაკარგი აღარაფერი გვაქვს, კუთხეში ვართ მიმწყვდეული და მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია.- განაცხადა შარიქაძემ.

ცხელი ამბები