როგორც იქნა მარადონას გუნდმა მოიგო! დიეგომ გამარჯვება ცეკვით აღნიშნა
Aa
Aa

როგორც იქნა მარადონას გუნდმა მოიგო! დიეგომ გამარჯვება ცეკვით აღნიშნა

როგორც მოგეხსენებათ, ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელის პოსტსზე ახლახანს დაინიშნა, თუმცა მისი დებიუტი საშინელი გამოდგა.

დიეგოს გუნდი გამარჯვებას ვერ ახერხებდა, თუმცა ეს ნანატრი დღეც დადგა და „ხიმნასიამ“ მოიგო!

მარადონას რეაქცია, როდესაც მისმა გუნდმა გოლი გაუშვა და ანგარიში 2:2 გახდა

მარადონას დამოძღვრილმა გუნდმა „გოდოი კრუსი“ 4:2 დაამარცხა და 24 გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილს თავი დააღწია.

ემოციურმა დიეგომ შეხვედრის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებთან ერთად იცეკვა და გამარჯვება ასე აღნიშნა.

აქვე გეტყვით, რომ მარადონა „ხიმნასია ლა პლატაში“ სეზონის ბოლომდე დარჩება და მისი მომავალი ამის შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები