პირველი გუნდი პლეი-ოფში! ინგლისმა არგენტინა დაამარცხა
Aa
Aa

პირველი გუნდი პლეი-ოფში! ინგლისმა არგენტინა დაამარცხა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში დღის ცენტრალური მატჩი შედგა - ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისი არგენტინას დაუპირისპირდა და 39:10 დაამარცხა.

ინგლისმა ამ მოგებით პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. ბონუს ქულის აღების შემდეგ ბრიტანელებს უკვე 15 ქულა აქვთ.

რაც შეეხება არგენტინას, სამხრეთ ამერიკელებს 6 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე იმყოფებიან. მარიო ლედესმას შეგირდებს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩათ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ინგლისელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ. ევროპელემა ტაიმი 15:3 მოიგეს, მეორე ნახევარში კი 24:7.

ინგლისელებმა 6 ლელოს დადება მოახერხეს, არგენტინამ კი მხოლოდ ერთით უპასუხა.

დღეს ასევე მატჩი საქართველოს ჯგუფშიც შედგა. ავსტრალია ურუგვაის დაუპირისპირდა და 45:10 დაამარცხა.

ცხელი ამბები