საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
Aa
Aa

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ ბინაში  2020 წლის დევისის თასის წილისყრა გაიმართა.

კენჭისყრის თანახმად, 2020 წლის 6-7 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს  დაუპირისპირდება.

შეხვედრები თბილისში გაიმართება. უახლოეს პერიოდში ქართული მხარე გადაწყვეტს, თუ რომელ საფარზე გაიმართება მატჩები.

მანამდე კი 2020 წლის 3-12 იანვარს ავსტრალიაში ახალი საჩოგბურთო გათამაშება - ATP Cup გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

ჯგუფური ეტაპზე ქართველების მეტოქეები იაპონიისა და ესპანეთის ნაკრებები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები