ფიჯელთა კაპიტანი:''ქართველთა შერკინება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა''
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო და ფიჯისთან 10:45 დამარცხდა.
სარაგბო დაპირისპირების შემდეგ ფიჯის ეროვნული ნაკრების კაპიტანი დომინიკო ვაქანიბუროტუ მსოფლიო რაგბის პრესსამსახურს ესაუბრა:''დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მათ წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღეს. თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.
მატჩამდე მეტოქე კარგად შევისწავლეთ, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს. ეს მატჩი ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მათ მეტოქეს არაფერი დაუთმეს. ასე გრძელდებოდა შეხვედრის დასრულებამდე.''
ფიჯის ეროვნული ნაკრები ფლეი-ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, რისთვისაც უელსთან გამარჯვება აუცილებლად უნდა მოიპოვონ.