ვან დე ბეეკი:
Aa
Aa

ვან დე ბეეკი: "სეზონს „აიაქსში“ დავასრულებ, შემდეგ კი ვნახოთ... "რეალის" შესახებ ყველამ იცის"

მადრიდის „რეალში“ ყველაფერი ისე ვერ არის როგორც ამას ფლორენტინო პერესი გეგმავდა.

ზიდანის გუნდი საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება და ეს ყველაზე უკეთ თავად ზიზუმ იცის.

„რეალი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობას გეგმავს, თუმცა „სამეფო კლუბის“ სიიდან დროებით ამოვარდნილია დონი ვან დე ბეეკი, რომელიც შუა სეზონში გუნდის მიტოვებას არ გეგმავს:

„სეზონს „აიაქსში“ დავასრულებ. არ მომწონს, როდესაც გუნდს შუა სეზონში ზამთრის შესვენების დროს ტოვებენ. სეზონის ბოლომდე აქ დარჩენა სულიერ სიმშვიდეს მომცემს. შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება.

დიახ, ყველამ იცის რომ „რეალს“ ჩემი შეძენა სურს და ეს მეც ვიცი, მაგრამ გუნდს შუა სეზონში არ მივატოვებ.

როგორც იქნა ყველა ჭორს წერტილი დაესვა და ამით ბედნიერი ვარ. ახლა გუნდზე სრულად ვარ კონცენტრირებული. „აიაქსმა“ ყველაფერი მომცა და მე მსურს ერთგულება კიდევ ერთხელ გამოვხატო“.

„რეალი“ ვან დე ბეეკით 2019 წლის ზაფხულში ინტერესდებოდა, თუმცა მადრიდელებმა სხვა ხმაურიანი ტრანსფერების მსგავსად ვერც ჰოლანდიელი შუახაზელის გადაბირება შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები