გელა აფრასიძე : "ამ მატჩშიც იგივე მიზანი გვაქვს - ფიჯი უნდა დავამარცხოთ"

სიახლე 01.10.2019
A+ A- 17:28

ახალგაზრდა 9 ნომერი გელა აფრასიძე ურუგვაისთან 33:7 მოგებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

 3 ოქტომბერს, ის 2019 წლის მსოფლიო თასზე მესამე შეხვედრას ჩაატარებს და ისე, როგორც უელსთან, ფიჯისთან მატჩში მარქაფიდან ჩაერთვება. ჯგუფურ ეტაპზე, სანამ საქართველო ურუგვაის დაამარცხებდა, სამხრეთ ამერიკელები წლევანდელ მსოფლიო თასზე პირველი სენსაციის შემოქმედნი გახდნენ და ფიჯის 30:27 სძლიეს. აფრასიძის აზრით ეს კუნძულელთა ცუდი თამაშის შედეგი იყო, ბორჯღალოსნებმა კი, ურუგვაის დამსახურებულად მოუგეს:

 ყველა ერთი მიზნისკენ ვიყავით მიმართული - კარგად უნდა გვეთამაშა და მოგვეგო. ცხადია, დამაფიქრებელი იყო ურუგვაიმ ფიჯის რომ მოუგო, თუმცა, ვფიქრობ, ფიჯელებმა ცუდად ითამაშეს და ამისთვის დაისაჯნენ. ურუგვაიმ მეტოქეს არეული თამაში შესთავაზა და ამით აჯობა. თან ფიჯელებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს: ბურთი უვარდებოდათ, სალელოვე შეტევები ვერ გამოიყენეს, გარდასახვები და საჯარიმო ააცილეს. დავალება კარგად შევასრულეთ. მართალია, რამდენიმე დერეფანი წავაგეთ, მაგრამ მოლში და შერკინებაში კარგად გავისარჯეთ. დავალებული გვქონდა, როცა მორკინალები უპირატესობას გააკეთებდნენ ბურთი ხაზზე გაგვეტანა და იქ გაგვეთამაშა. მორკინალებმა სამკაციანი დარტყმებით მეტოქე დაჯაბნეს და ამას პირველ ტაიმში ორი ლელო მოჰყვა. ბურთი წინ კარგად მიგვქონდა. შესვენებაზე კიდევ ახალი მითითებები მივიღეთ და 21 ქულა, სწორედ მეორე ტაიმში მივითვალეთ. ურუგვაის ოთხი დღით ადრე თამაში რომ არ ჰქონოდა, ფიზიკურად მაინც დავჯაბნიდით, რადგან ჩვენი შერკინების წინააღმდეგ თამაში ძნელია. განსაკუთრებით შერკინებასა და მოლში თამაშისას, ნებისმიერ გუნდს დიდ ენერგიას ართმევს“.

 აფრასიძეზე საუბრისას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედმსოფლიო რაგბშიც“, ხშირად იხსენებენ მის მიერ 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიასთან გატანილ ლელოს. გელას მსგავსი გარღვევა ურუგვაისთანაც ჰქონდა:

 სგავსი სიტუაცია კი იყო, მაგრამ შეტევის ფრთაზე გაგრძელებას ვფიქრობდი. მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, წინ ვეღარ წავიდოდი და ამიტომ სხვა გაგრძელება ვარჩიე. ვფიქრობდი ლელო ფრთაზე დაგვედო. ამ შეტევას ლელო მაინც მოჰყვა - ბურთი შერკინებიდან გრძელ ფრთაზე გავათამაშეთ და ლელო გავიტანეთ“.

 ორიოდე დღეში საქართველოს ნაკრები იაპონიაში კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს და ფიჯის დამარცხებით, 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურის დაბევებას ეცდება: 

ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ყველა ძალების აღდგენაზე ვართ კონცენტრირებულები. ამ მატჩშიც იგივე მიზანი გვაქვს - ფიჯი უნდა დავამარცხოთ. ვეცდებით მწვრთნელების დავალება მაქსიმალურად შევასრულოთ. ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვნთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ. სათამაშოდ ძალზედ მოტივირებულნი გავალთ. უნდა ვეცადოთ მეტოქემ თავისი თამაში არ მოგვახვიოს. მათ კარგი დაცვა და ეფექტური შეტევა უნდა დავუპირისპიროთ. არა მგონია, რომ ფიჯელებმა ფიზიკურად გვაჯობო

1994 წლის 5 ნოემბერს ჯორჯ ფორმენმა მაიკლ მურერი დაამარცხა და მძიმე წონითი დივიზიონის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა. „ბიგ ჯორჯი“ სანუკვა...

Crystalsport.ge აგრძელებს გადაცემას MASTERCLASS-ი, რომელშიც წარმატებული სპორტსმენი დამწყებ სპორტსმენებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. გადაცემის ...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

ფორმულა ერთის მორიგი გრან პრი, რომელსაც ბრაზილიამ უმასპინძლა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. სან პაულუში გამართულ რბოლაში იყო დრამა, დაძ...

თურქეთში მიმდინარე სამგზის ილიმპიური ჩემპიონის ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ 3 ოქრო...

ძიუდოში ევროპის ლიგის გათამაშება გუნდ ''მებრძოლის'' გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს წარმომადგენელმა ფინალურ შეხვედრაში ფრანგულ ''სუსის'' სძლია და შე...

რუსული სარაგბო კლუბი ''ენისეი'' ზედიზედ მეოთხედ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. რუსული გუნდის რიგებში ქართველი მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე ასპარეზობს, რომელიც რ...

ფრანგულმა სარაგბო კლუბმა  ''ბრივმა'' ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა, ''ბრივმა'' სტუმრად ''სტად ფრანსე'' 27:11 დაამარცხა. გამარჯვებუ...

ამერიკაში მატჩის მსვლელობისას ხალხზე თავდასხმა განხორციელდა. ნიუ ჯერსიში სტუდენტურ ლიგაში ამერიკული ფეხბურთის მიმდინარეობისას, სადაც ერთმანეთს ადგილობ...

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლ...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

2011 წლის 27 მარტს MMA-ში რონდა როუზის დებიუტი შედგა. "როუდიმ" პირველი ორთაბრძოლა ედიან გომეშის წინააღმდეგ გამართა და მეტოქის დასამარცხებლად სულ რაღაც...

ერიკ კრამბლის შესახებ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არაფერი იცის. არადა კრივის ისტორიაში მისი მსგავსი სპორტსმენი ბევრი ნამდვილად არ ყოფილა... ერიკი ყველასგა...

სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...

10 დღის წინ, UFC 244-ზე ნეიტ დიაზსა და ხორხე მასვიდალს შორის გამართულ ბრძოლას უდიდესი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ქომაგებს იმედები გაუცრუვდათ და ის ვერ იხი...

ძალიან სამწუხარო ამბავი... ლევან გორგაძემ „კიუშუ ბაშოს“ მე-4 დღეს ტაკარაფუჯის დამარცხების შემდეგ ნეკნი მოიტეხა და ტურნირს ემშვიდობება. ეს ...

„კიუშუ ბაშოს“ მეოთხე დღეს ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა...

„კიუშუ ბაშოზე“ მე-4 დღის ორთაბრძოლები შედგა. ქართველი რიკიში ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და კუბიჰინერის ილეთით დაა...

რეკომენდებული სიახლეები
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა "ევრო 2021"ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩი სტუმრად სლოვაკეთთან გამართა და 2:3 დამარცხდა. გია ცეცაძის შეგირდებმა...
18.11.2019
იტალიის ბავშვთა ერთ-ერთ ლიგაში "ინვიკტასაურომ" საფეხბურთო კლუბ "მარინას" გუნდი 27:0 დაამარცხა, რასაც გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობ...
18.11.2019
ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ ზაფხულისთვის 2 ტრანსფერის დაბევებას გეგმავს, რომლებშიც 1 ცენტის გადახდაც არ მოუწევთ. წყაროს ცნობ...
18.11.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
18.11.2019
სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს და ისეთ დონეზე თამაშობს, რომ თამამად შეგვიძლია პრემიერ ლიგის ყველა დროის ერთ-ერ...
18.11.2019
Crystalsport.ge აგრძელებს გადაცემას MASTERCLASS-ი, რომელშიც წარმატებული სპორტსმენი დამწყებ სპორტსმენებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. გადაცემის ...
18.11.2019
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები "ევრო 2021"-ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩისთვის ემზადება. გია ცეცაძის გუნდი სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში იმყოფება დ...
18.11.2019
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის ქალაქ მედულინში ემზადება. "ჯვაროსნებმა" გუშინ ძლიერი წვიმის ფონზე ივარჯიშეს. მის განკარგუ...
18.11.2019
ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ერნესტო ვალვერდეს შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში იმ პრობლემებზეა საუბარი, რომლებიც „ჭიანჭვე...
18.11.2019
„ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ ფინალურ სტადიაზე გასული კიდევ ერთი გუნდი გაირკვა. ლუქსემბურგის ნაკრებთან სტ...
18.11.2019
1994 წლის 5 ნოემბერს ჯორჯ ფორმენმა მაიკლ მურერი დაამარცხა და მძიმე წონითი დივიზიონის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდა. „ბიგ ჯორჯი“ სანუკვა...
18.11.2019
უკანასკნელი სიახლეები