კიტეიშვილის ბრწყინვალე დრიბლინგი და შესანიშნავი გოლი
Aa
Aa

კიტეიშვილის ბრწყინვალე დრიბლინგი და შესანიშნავი გოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული ''შტურმის'' მაისურით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ''შტურმისა'' და ''ადმირას'' შეხვედრაში მასპინძელთა ქართველმა შემტევმა ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა.

მატჩი პირველი ტაიმი ''შტურმმა'' კიტეიშვილის შესანიშნავი გოლით მოიგო.

 49-ე წუთზე კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და ანგარიში 2:0 გახდა. საბოლოო გრაცულმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

''შტურმის'' ქართველი ''ათიანი'' ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 9 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, ავსტრიის თასის ორ მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები