გოგა ბითაძე: “საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველას ძალიან უხარია ჩემი წარმატება
Aa
Aa

გოგა ბითაძე: “საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველას ძალიან უხარია ჩემი წარმატება"

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი გოგა ბითაძე NBA-ში დებიუტისთვის ემზადება.

გოგა გუნდთან ერთად იმყოფება და წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს გადის.

ბითაძემ პრესასთან საუბრისას ლიგაში სადებიუტო სეზონისა და ზაზა ფაჩულიასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველას ძალიან უხარია ჩემი წარმატება, ეს დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ გამოვიდე და გავაკეთო მაქსიმუმი, რაც შემიძლია.

ზაზამ კარიერა დაასრულა და მე ვიქნები ერთადერთი, ვინც NBA-ში საქართველოს წარადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩემთვის.

ზაზა იყო კუმირი ყველასთვის და მათ შორის ჩემთვის. მის კარიერას ვადევნებდი თვალს და ასე გავიზარდე. ახლა ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ცოდნას მიზიარებს და ბევრს მეხმარება.

თანაგუნდელები გავიცანი. ისინი კარგი ბიჭები არიან. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და გუნდში კარგი ქიმია გვაქვს. თანაგუნდელების უკეთ გაცნობა აუცილებელია. საჭიროა ვიცოდე ისინი პარკეტზე როგორ მოქმედებენ”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები