ტევესი : „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
Aa
Aa

ტევესი : „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

„იუვენტუსის“ თავდამსხმელის კარლოს ტევესის განცხადებით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ალეგრის შეგირდები მონაკოს დაუპირისპირდებიან. გასამართ მატჩს „ბებერი ქალბატონი“ არცთუ კარგ ხასიათზე ხვდება. გასულ უქმეებზე გუნდმა ყველა შოკში ჩააგდო, როდესაც ცხრილის აუტსაიდერ „პარმასთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

 

„პარმასთან“ წაგება შემთხვევითობა იყო. მეოთხედფინალში „დორტმუნდთან“ მატჩმა დაგვანახა რეალურად რას წარმოვადგენთ. ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თუ „მონაკოს“ ჩვენი სტილის ფეხბურთს შევთავაზებთ, მაშინ მათ შანსი არ ექნებათ.“ - განაცხადა არგენტინელმა.

 

2008 წელს ტევესმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. არგენტინელმა თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველი პენალტი გაიტანა და თავის გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

 

„იმ დროინდელ „მანჩესტერთან“ „იუვენტუსის“ შედარება არ შეიძლება. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდია, თავის სათამაშო სტილით და ფილოსოფიით. რათქმაუნდა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა. ჩემს გვერდით მსოფლიო დონის მოთამაშეები: კრიშტიანუ რონალდუ, უეინ რუნი, რაიან გიგზი, რიო ფერნდინანდი და პოლ სქოულზი თამშობდნენ.  დღევანდელი „იუვე“ უპირატესობას ტაქტიკურ ფეხბურთს ანიჭებს. ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს და რაც მთავარია ბოლომდე ვიბრძვით. ვფიქრობ სწორედ ეს იქნება „მონაკოსთან“ მატჩში ჩვენი მთავარი კოზირი.“ - განაცხადა არგენტინელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები