Aa
Aa

ერერა: "ნეიმარს "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი, ანდერ ერერა, „ლიონთან“ მატჩის შემდეგ გამოცემა L’Equipe-ს ნეიმარისა და საამსეზონო მიზნების შესახებ ესაუბრა. ესპანელი შუახაზელის თქმით, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

„ნეიმარის მხარდამხარ თამაშით მოხარული ვარ, იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია და წელს, მომავალ სეზონში ან ორ წელიწადში „ოქროს ბურთის“ მოგებაც შეუძლია. იმედი მაქვს, „ნეი“ მთელი სეზონის განმავლობაში ისევე ითამაშებს, როგორც - დღევანდელ შეხვედრაში.

ჯერ მხოლოდ 6 მატჩი ჩავატარეთ, ასე რომ, ტიტულებზე საუბარი უადგილოა. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ისაა, რომ ცხრილში ჩავიხედოთ. საფრანგეთში ბევრი კარგი გუნდია - „რენი“, „ანჟერი“, „მარსელი“, ჩვენ ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ“.

პსჟ-მ „ლიონი“ სწორედ ნეიმარის გოლის წყალობით დაამარცხა. ბრაზილიელმა ლიონელთა კარი 87-ე წუთზე აიღო და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი შეაგდო.

პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატს 15 ქულით ლიდერობენ და „ანჟერსა“ და „ნიცას“ 3-3 ქულით უსწრებენ. ტუხელის შეგირდები მომდევნო მატჩს „რეიმსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები