სამიდან სამი ოქრო! საუკეთესო სტარტი ქართული ფარიკაობის ისტორიაში!
Aa
Aa

სამიდან სამი ოქრო! საუკეთესო სტარტი ქართული ფარიკაობის ისტორიაში!

ფარიკაობაში 2019-20 წლების სეზონში, რომელიც 3 კვირის წინ დაიწყო, ქართველებისთვის ბრწყინვალედ მიმდინარეობს.

სამმა ქართველმა მოფარიკავემ უკვე იასპარეზა და ყველა მათგანმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო!

პლოდვიდისა და ტაშკენტის მსოფლიო თასზე (სატელიტი) მაია გუჩმაზოვამ დაშნაში, ხოლო სანდრო ბაზაძემ და ლიკა ჯიჯეიშვილმა ხმალში პირველი ადგილები დაიკავეს.

ბაზაძემ ჯგუფურ ეტაპზე 6 შეხვედრიდან 5-ის მოგება შეძლო.

სანდრომ შემდეგი მეტოქეები დაამარცხა:

T16 - მუჰამედ ანასიზი (თურქეთი) 15-3
T 8 - სტეფანო ლუკეტი (არგენტინა) 15-7
1/2 - ენვერ ილდირიმი (თურქეთი) 15-11
ფინალი - ჯეიმს ჰონეიბონი (დიდი ბრიტანეთი) 15-8

აღსანიშნავია, რომ ეს ქართული ფარიკაობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი გახლავთ.

ცხელი ამბები