Aa
Aa

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მესის დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ლეო მესის სამთვიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. როგორც მოგეხსენებათ კონმებოლმა „ბარსელონას“ სუპერვარსკლავს კოპა ამერიკის მიმდინარეობისას გაკეთებული კომენტარები არ აპატია.

„ლა პულგამ“ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ორგანო რამდენჯერმე გააკრიტიკა და მას ბრალი კორუფციაში დასდო. განსაკუთრებით მწვავე ჩილესთან მოგებული მატჩის შემდეგ გაჟღერებულ სიტყვები გამოდგა. მაშინ მესიმ აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ჩემპიონი ბრაზილია გამხდარიყო.

მესის კრიტიკული განცხადებები ძვირად დაუჯდა. კონმებოლის გადაწყვეტილებას შედეგად იგი არგენტინის ნაკრებს სამი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება და 50000 დოლარის გადახდა მოუწევს. 

სამხრეთ ამერიკული გამოცემების მიხედვით არგენტინის ფეხბურთის ფედერაციაში თვლიან, რომ აპელაციას მოიგებენ და მესის სამთვიანი დისკვალიფიკაცია ორ თვემდე შეუმცირდება.

თუ არგენტინული ფეხბურთის მმართველი ორგანოს იმედები გამართლდა, მესი ევროპულ ტურნეში, რომელსაც „ალბისელესტე“ ოქტომბერში გამართავს მონაწილეობას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები