სოსიაშვილი ''სამგურალის'' მთავარი მწვრთნელია
Aa
Aa

სოსიაშვილი ''სამგურალის'' მთავარი მწვრთნელია

საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს ''სამგურალის'' მთავარ მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დაინიშნა. 30 წლის მწვრთნელმა იმერულ კლუბთან კონტრაქტი  2 წლითა და 4 თვით გააფორმა.

24 ტურის შემდეგ ლიგა 3-ში ''სამგურალი'' 41 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ მარტვილის ''მერანს'' 13 ქულით ჩამორჩება.

ახალი მთავარი მწვრთნელი ''სამგურალის'' პრესსამსახურს ესაუბრა.

სოსიაშვილი: ''მოხარული ვარ, რომ წყალტუბოს ,,სამგურალში“ მუშაობის საშუალება მომეცა. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, ხელმძღვანელებს, ადამიანებს, ვინც ''სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემს კანდიდატურაზე არჩევანი გააკეთეს.

გუნდის მიზანია, რომ განვითარდეს, წინ წავიდეს, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ბავშთა ფეხბურთის მიმართულებით, კარგი განვითარების გეგმა აქვს უშუალოდ კლუბსაც, რომელიც ამ ეტაპზე იმყოფება მე-3 ლიგაში, სამივე მიმართულებით კარგი პროექტებია, რომელიც უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება.''

სოსიაშვილს საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბებში, გორის ''დილაში,'' ''სამტრედიასა'' და ''რუსთავში'' უმუშავია.  2015 წელს მისი გაწვრთნილი გორის ''დილა'' საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა, სადაც სერბეთის ჩემპიონ ბელგრადის ''პარტიზანთან'' დამარცხდა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები