Aa
Aa

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი: "რასისტი არ ვარ"...

იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, რომელმაც რომელუ ლუკაკუს შესახებ რასისტული განცხადება გააკეთა დუმილი დაარღვია. ცოტა ხნის წინ ლუჩიანო პასირანიმ TopCalcio24-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას ბელგიელი შეაქო და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, თუმცა დასძინა, რომ ყველაფერი კარგად იქნება თუ თან 10 ბანანს იქონიებთ და ლუკაკუს აჭმევთ.

საფეხბურთო სამყაროში პასირანის სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სატელევიზიო არხის დირექტორის, ფაბიო რავეძანოს მიმართვა გავრცელდა. მან მაყურებელს ბოდიში მოუხადა და დასძინა, რომ პასირანი ეთერში აღარ იქნება.

ინციდენტის მიუხედავად იტალიელი სპორტული ჟურნალისტი თვლის, რომ რასისტი არაა. გავლენიანი გამოცემა Corriere dello Sport პასირანის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ: „80 წლის ვარ და 40 წელიწადია საფეხბურთო სამყაროს წევრი ვარ. ამ დროის განმავლობაში დისკვალიფიკაცია არცერთხელ მიმიღია“.

„რასისტი არ ვარ და მიმაჩნია, რომ ყველა კუთხით განათლებული ადამიანი ვარ. ჩემი პარტნიორი, რომელიც ჩემთან 17 წელია ცხოვრობს შავკანიანია. ჩემი ორი შვილიშვილიც შავკანიანია. კარიერის განმავლობაში ბევრ შავკანიან ფეხბურთელს შევხვედრილვარ და მათთან პრობლემები არასდროს მქონია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები