კანკავას ბრწყინვალე მატჩი და სიმბოლური გუნდი
Aa
Aa

კანკავას ბრწყინვალე მატჩი და სიმბოლური გუნდი

''ტობოლის'' ქართველი საყრდენი ჯაბა კანკავა ყაზახეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 26-ე ტურში ქართველის გუნდმა ''ოკჟეტპესი'' შინ 1:0 დაამარცხა.

ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა და ყაზახური მედიის ცნობით ართმევაზე საუკეთესო იყო. Sports.kz-მ კანკავა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ''ტობოლი'' 55 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, თუმცა თუ ''ასტანა'' გამოტოვებულ ორ თამაშს მოიგებს, პირველ ადგილზე რომან გრიგორუჩკის გუნდი გავა, რომელიც  ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

Instat-ის მონაცემებით კანკავა ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო. კანკავამ 79 ზუსტი პასი შეასრულა და 13 ორთაბრძოლა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები