დანი ალვეში:
Aa
Aa

დანი ალვეში: "იუვენტუსში და ბარსელონაში დაბრუნების შანსი მქონდა"

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში აცხადებს, რომ მას "სან პაულუში" გადასვლამდე "ბლაუგრანასგან" და "იუვენტუსისგან" ჰქონდა წინადადებები.

როგორც მოგეხსენებათ ალვეშის საკუთარ რიგებში ხილვით ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდი ინტერესდებოდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელმა კარიერა "სან პაულუში" გააგრძელა და ბრაზილიურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიუხედავად ამისა იყო შანსი ყველაფერი სხვანაირად განვითარებულიყო: "იუვენტუსში და ბარსელონაში დაბრუნების შანსი მქონდა. გადაწყვეტილება სწრაფად არ მიმიღია. ყველაფერი ავწონ-დავწონე და საკუთარ თავს ვკითხე. ეს კლუბი რას მომცემს? დამეხმარება ეს გუნდი უკეთეს ადამიანად და პროფესიონალად ჩამოყალიბებაში"?

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობა და რეგულარული სათამაშო დრო იყო, რათა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა გამეგრძელებინა. კლუბების უმრავლესობას კი ეს არ შემოუთავაზებია, რადგან მათ ჩემი არ სჯეროდათ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები