Aa
Aa

ლიპარტელიანის დამაჯერებელი გამარჯვება ! მეორე ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე !

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიოს ოქროს მედალოსნია.

57 კილოგრამში ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელ სილვია პელიტერს მოუგო.

ფინალამდე ლიპარტელიანმა 3 მეტოქე ხორვატი დორა ბორტასი , ჰოლანდიელი პლენი კორნელესი და გერმანელი სეია ბალჰაუსი დაამარცხა.

ქართული ძიუდოს ისტორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა

ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების ანგერშზე 2 ოქროს მედალია.

შეგახსენებთ , რომ დღესვე ევროპის ჩემპიონი გიორგი თუთაშვილი გახდა.

ხვალ საქართველოს ნაკრების სახელით მარიამ ჭანტურია , ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი იასპარეზებენ.

ცხელი ამბები