კვარაცხელიასა და დავითაშვილის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა - ქართული ტოპ 10
Aa
Aa

კვარაცხელიასა და დავითაშვილის სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა - ქართული ტოპ 10

ცნობილმა სპორტულმა ვებ გვერდმა transfermarkt-მა ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილის სატრანსფერო ფასები განაახლა.
ცვლილებები შეეხო სქართველოს ნაკრების მოთამაშეებსაც, რომელთა ფასიც საგრძნობლად არის გაზრდილი.

ამ დრომზე საქართველოს ნაკრების დებიუტანტის ზურიკო დავითაშვილის ფასი 500 ათსი ევრო გახლდათ, 10 სექტემბრის შემდეგ კი ის 1 500 000 ევროს არის შეფასებული.

ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი ახლაგაზრდა შემტევის, ყაზანის „რუბინის“ ფორვარდის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 900 ათასი ევროდან 1 500 000 ევრომდე არის გაზრდილი.

რაც შეეხება ქართულ ათეულს, ყველაზე ძვირადღირებული ტოპ 10 ასე გამოიყურება:

საბა კვერკველია - 10 მილიონი ევრო

გიორგი ჩაკვეტაძე - 9 მილიონი

დავით ხოჭოლავა - 5 მილიონი

გიორგი ქვილითაია - 2.5 მილიონი

გია გრიგალავა - 1.75 მილიონი

ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია - ყველა მათგანის ფასი 1.5 მილიონია. საბოლოოდ ტოპ 11 გამოვიდა, რადგან 6 მოთამაშე ერთნაირად არის შეფასებული.

ფოტო - gff

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები