მოყვარულმა ფეხბურთელმა თავის კლუბს კონორ მაკგრეგორის ცნობილი განცხადებით უპასუხა
Aa
Aa

მოყვარულმა ფეხბურთელმა თავის კლუბს კონორ მაკგრეგორის ცნობილი განცხადებით უპასუხა

გლაზგოელმა მოყვარულმა ფეხბურთელმა და მისმა გუნდმა სოციალურ ქსელში საინტერესო მიმოწერა გამართეს. საქმე ის გახლავთ, რომ ტამ ფეგანმა (ფეხბურთელმა) თასის შეხვედრაში გადამწყვეტი პენალტის დარტყმისას „პანენკა“ შეასრულა. მეკარემ ბურთი მოიგერია და „მუირენდ ატლეტიკი“ ასპარეზობას გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ სამოყვარულო გუნდმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე თერთმეტმეტრიანის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და თან ასეთი ფრაზა დაურთო: „ჩვენი ნამდვილი ჯამბაზი თავდამსხმელი პანენკას შესრულებას ცდილობს და შედეგად Sunday Trophy-ის მიღმა გვტოვებს“.

ტომ ფეგანმა გუნდს პასუხი კონორ მაკგრეგორის ცნობილი განცხადებით გასცა. UFC 205-ზე, რომლის შემდეგაც ირლანდიელი ორი საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა, კონორმა აღნიშნა: „მინდა ამ შანსით ვისარგებლო და ბოდიში მოვუხადო - აბსოლუტურად არავის“.

„ორი საჩემპიონო ქამრის მფლობელი იმას აკეთებს, რაც სურს“!

ცხელი ამბები