არის პირველი გამარჯვება! ლევან გორგაძემ ჰოკუტოფუჯის სძლია!
Aa
Aa

არის პირველი გამარჯვება! ლევან გორგაძემ ჰოკუტოფუჯის სძლია!

ტოკიოში შემოდგომის ბაშო ("აკი ბაშო") გრძელდება და მის მე-3 დღეს ლევან გორგაძე ჰოკუტოფუჯის შეერკინა. აქამდე ტოჩინოშინს იაპონელ სეკიტორთან 6 შერკინება ჰქონდა გამართული და მეტოქე სამჯერ ჰყავდა დამარცხებული.

საბედნიეროდ ჩვენებურმა დღესაც წარმატებით იასპარეზა და უმნიშვნელოვანესი მოგება გაიფორმა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ჰოკუტოფუჯიმ ძლიერი ტაჩიაით დაიწყო, თუმცა გორგაძემ ინიციატივა ხელთ მალევე იგდო, ორივე ხელით მავაში აიღო და პირველი მაეგაშირა დოჰიოს მიღმა გადააგდო.

 

ხვალ ლევან გორგაძე კომუსუბის წოდების მქონე აბის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ტოჩინოშინი დოჰიოზე 5-ჯერ გავიდა და 3-ჯერ იმარჯვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი ბრძოლა იაპონელის ტრიუმფით დასრულდა და ჩვენებურს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

ცხელი ამბები