მსოფლიო ჩემპიონატი - პოპოვიჩის გუნდი გადარჩა! საბერძნეთი ბრაზილიასთან დამარცხდა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - პოპოვიჩის გუნდი გადარჩა! საბერძნეთი ბრაზილიასთან დამარცხდა

დღეს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე ძალიან საინტერესო მატჩი ვიხილეთ. ტურნირის მთავარმა ფავორიტმა, აშშ-ს ნაკრებმა პირველი გამოცდა ჩააბარა.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა და უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია. ამერიკელებს გამარჯვების მოსაპოვებლად ოვერტაიმი დასჭირდათ და საბოლოოდ 1 ქულით მოიგეს. აღსანიშნავია, რომ თურქები მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო მომენტში ხელი აუკანკალდათ.

აშშ-ს 15 ქულით კრის მიდლტონმა ულიდერა. კემბა უოკერმა 14 ქულა გაიფორმა. ჯო ჰარისი და მაილს ტერნერი 11-11 ქულას დასჯერდნენ, ხოლო ჰარისონ ბარნსმა 10 ქულა მიითვალა.

თურქთა მხრიდან 23 ქულით ერსან ილიასოვა გამოირჩა. მაჰმეთოღლუმ აქტივში 18 ქულა ჩაიწერა, ფურკან კორკმაზმა კი მატჩი 16 ქულით დაასრულა.

დღის მთავარი მოულოდნელობა საბერძნეთის მარცხი იყო. იანისმა და კომპანიამ ბრაზილიას ვერაფერი მოუხერხეს და 1 ქულით 78-79 წააგეს.

სამხრეთ ამერიკელებს 22 ქულით ანდერსონ ვარეჟაომ ულიდერა. ლეანდრო ბარბოსამ 13 ქულა დააგროვა. მარკინიოს სოუზა კი 15 ქულას დასჯერდა

ბერძენთა მხრიდან საუკეთესო პრინტეზისი იყო, რომელმაც 20 ქულა გაიფორმა. იანის ანტეტოკოუნმპომ 13 ქულა ჩააგდო. ნიკ კალატესმა კი აქტივში 16 ქულა ჩაიწერა.

სხვა მატჩების შედეგები

იაპონია - ჩეხეთი 76 - 89

ლიტვა - კანადა 92 - 69

იორდანია - საფრანგეთი 64 - 103

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები