მსოფლიო ჩემპიონატი - მესამე დღე სენსაციების გარეშე
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი მასპინძელ, ჩინეთის ნაკრებსა და პოლონეთს შორის გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა და ტურნირზე პირველი ოვერტაიმი ვიხილეთ. დამატებითი ხუთწუთეული უკეთ პოლონელებმა ჩაატარეს და 3 ქულით 79-76 იმარჯვეს.
WHAT A GAME ????
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 2, 2019
Poland ???????? escapes with a nail-biting 79-76 overtime victory over China ???????? !????#PolskaGotGame pic.twitter.com/f9rfvAyXk8
როგორც მოსალოდნელი იყო სერბეთმა ფილიპინების ეროვნული გუნდი მიწასთან გაასწორა. ნიკოლა იოკიჩმა და კომპანიამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 126-67 გაანადგურეს.
.@simke12 goes backdoor to finish the oop for the ???? on the ???? for @KSSrbije ????????#SRBPHI #SrbijaGotGame
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 2, 2019
???? https://t.co/U6RPjwM4Dr pic.twitter.com/5jz6BydS99
სერბთა მხრიდან 20 ქულით საუკეთესო ნემანია ბიელიცა იყო. ბოგდან ბოგდანოვიჩმა 17 ქულა გაიფორმა. მიროსლავ რადულიცა 13 ქულას დასჯერდა. მარკო გუდურიჩმა კი აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.
.@simke12 goes backdoor to finish the oop for the ???? on the ???? for @KSSrbije ????????#SRBPHI #SrbijaGotGame
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 2, 2019
???? https://t.co/U6RPjwM4Dr pic.twitter.com/5jz6BydS99
სერბეთის მსგავსად ესპანეთმაც მოიგო. "ფურია როხას" ცოტა გაუჭირდა, მაგრამ პუერტო რიკო მაინც დამაჯერებლად, 73-63 დაამარცხა.
.@23Llull's masterpiece... ???? @PierreOriola finishes it! ????@BaloncestoESP ????????#EspañaGotGame #FIBAWC #PURESP
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 2, 2019
???? https://t.co/U6RPjx3FuZ pic.twitter.com/VZEvT9r9tY
ესპანეთს 19 ქულით მარკ გასოლმა ულიდერა. რიკი რუბიომ აქტივში 17 ქულა ჩაიწერა, ხოლო სერხიო ლულმა თავი 9 ქულით დაგვამახსოვრა.
სხვა მატჩების შედეგები
იტალია - ანგოლა 92 - 61
ვენესუელა - კოდ-დივუარი 87 - 71
ნიგერია - არგენტინა 81 - 94
ტუნისი - ირანი 79 - 67
სამხრეთ კორეა - რუსეთი 73 - 87