Aa
Aa

ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატიუ დასრულდა.

ქართველი ძიუდოისტები დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ლუხუმ ჩხვიმიანი - მსოფლიო ჩემპიონი

ლუკა მაისურაძე  - ბრინჯაოს პრიზიორი

 

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 მედალი მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა , რომელმაც 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი იპონით დაამარცხა.

საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი ლუკა მაისურაძემ მოუპოვა.

ახალგაზრდა ძიუდოსტმა 81 კილოში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ საერთო ჩათვლაში იაპონიისა და ჰოლანდიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

ცხელი ამბები