Aa
Aa

"სუპერმენი" "მეფეს" შეუერთდა

ESPN-ის ინფორმაციით დუაით ჰოვარდი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ ოფიციალურად შეუერთდა. „სუპერმენი“ „სთეიპლზ ცენტრში“ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და 39 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ჰოვარდი „ლეიკერსის“ ღირსებას 2012-13 წლების სეზონში იცავდა. მაშინ ლოს-ანჯელესელებს ლარი ობრიაიენის თასის დასაკუთრების ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებდნენ, თუმცა კობიმ და კომპანიამ სრული კრახი განიცადეს. ჰოვარდი ბრაიანტს დაუპირისპირდა და მოგვიანებით „ლეიკერსი“ დატოვა.

ყველა ვარსკლავის მატჩის რვაგზის მონაწილე დუაითი გასულ სეზონში „ვაშინგტონში“ გამოდიოდა, თუმცა „უიზარდსის“ მაისური მხოლოდ 9 შეხვედრაში მოირგო. „სუპერმენს“ ტრავმები ხშირად აწუხებს, მაგრამ როცა ჯანმრთელადაა მშვენივრად ასპარეზობს.

ჰოვარდი კარიერაში საშუალოდ 17.4 ქულას, 12.7 მოხსნასა და 2 დაფარებას აგროვებს. დუაითი ტოპ კლასის მოთამაშეა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ, რადგან არაპროფესიონალიზმით გამოირჩევა და გასახდელში პრობლემებს ქმნის.

„ლეიკერსში“ იმედი აქვთ, რომ 33 წლის კალათბურთელი დამოკიდებულებას შეიცვლის და დემარკუს კაზინსის ტრავმის შემდეგ გაჩენილ სიცარიელეს შეავსებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები