Aa
Aa

ემრე ჯანი ტურინს ტოვებს - სად წავა გერმანელი?

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი, ემრე ჯანი დიდი ალბათობით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ტურინს დატოვებს. იტალიური პრესის ცნობით გერმანელმა ნახევარმცველმა მაურიციო სარიზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიელი სპეციალისტის სამომავლო გეგმებში მისი შენარჩუნება არ შედის.

უცხოური გამოცემები წერდნენ, რომ ჯანის საკუთარ რიგებში ხილვით „ბაიერნი“ იყო დაინტერესებული, თუმცა „რეკორდმაისტერის“ მესვეურებმა ყველაფერი უარყვეს. მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა Sky Sport Germany-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შემადგენლობის დაკომპლექტება დასრულებულია და კლუბი ტრანსფერების განხორციელებას აღარ აპირებს.

რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენს“, ფრანგებს გერმანელი ფეხბურთელის გადაბირება შარშანაც უნდოდათ და მისი საკუთარ რიგებში ხილვით წელსაც არიან დაინტერესებული. „პარკ დე პრენსის“ ბინადრებს „ბიანკონერისთვის“ წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ თუ Bild-ს  დავუჯერებთ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ემრე ჯანი „იუვენტუსს“ დატოვებს და ჯერჯერობით ერთადერთი ვარიანტი „პარკ დე-პრენსია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები