Aa
Aa
19 აგვისტო 2019  |  10:14

"ჩელსისა" და "ლესტერის" მატჩის მთავარი მსაჯი საცობში მოყვა

ლონდონის „ჩელსისა“ და „ლესტერის“ მატჩში უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. შეხვედრის მთავარი არბიტრი წესითა და რიგით გრაჰამ სკოტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი საცობში მოყვა და „სტემფორდ ბრიჯზე“ დროულად ვერ გამოცხადდა.

სკოტის მაგივრად მატჩი მეოთხე რეფერიმ, ოლივერ ლანგფორდმა განსაჯა, რომელიც პრემიერ ლიგაში სადებიუტო შეხვედრას გაუძღვა.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით M40-ის გზაზე ავარია მოხდა და სკოტს პრობლემები სწორედ ამიტომ შეექმნა. აღსანიშნავია, რომ იგი “არისტოკრატების“ საშინაო არენაზე შეხვედრის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მივიდა, მაგრამ გახურება ვეღარ მოასწრო და იძულებული გახდა მეოთხე მსაჯის ფუნქციები შეეთავსებინა.

როგორც მოგეხსენებათ „ჩელსისა“ და „ლესტერის“ ჯახი ფრედ, 1-1 დასრულდა და ფრენკ ლამპარდმა პირველი გამარჯვების მოპოვება კვლავ ვერ მოახერხა. დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ინგლისელი სპეციალისტი მომავალს იმედიანად უყურებს და სჯერა, რომ „არისტოკრატებთან“ ერთად წარმატებას მიაღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები