დაპირისპირება ტეგუსიგალპას დერბის წინ - 3 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული
Aa
Aa

დაპირისპირება ტეგუსიგალპას დერბის წინ - 3 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული

შაბათს ტეგუსიგალპას დერბის წინ ჰონდურასში ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ოლიმპიას" გულშემატკივრები "მოტაგუას" ავტობუსს თავს დაესხნენ.

 

ინციდენტი მატჩის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე მოხდა. "ოლიმპიას" ქომაგებმა ავტობუსს ქვები და შუშის ბოთლები დაუშინეს. ამას კი სტადიონზე და მის მისადგომებთან შეკრებილ გულშემატკირებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ავტობუსზე შეტევის შედეგად "მოტაგუას" სამმა ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება. ერთ-ერთი მათგანი "სელტიკის" ყოფილი მოთამაშე, ემილიო იზაგირეა, რომელსაც თვალებში შუშის ნამსხვრევები მოხვდა, თუმცა როგორც მოგვიანებით თავად განაცხადა, ყველაფერი კარგადაა.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით შეტაკებებს სამი ადამიანი ემსხვერპლა, სხვადასხვა დაზიანება კი ათობით გულშემატკივარმა მიიღო

.

სამართალდამცველებმა სიტუაციის განსამუხტად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ჰონდურასის ეროვნულმა ლიგამ კი მატჩის გადადება გადაწყვიტა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები