''საბურთალოს'' ვაგნერ გონსალვეში ემშვიდობება
Aa
Aa
17 აგვისტო 2019  |  23:47

''საბურთალოს'' ვაგნერ გონსალვეში ემშვიდობება

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' ვაგნერ გონსალვეში ტოვებს. CrystalSport-ის ცნობით ''ბასტიას'' ყოფილი გარემარბი თავისუფალი აგენტის სტატუსით საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ ''პანეტოლიკოსს'' შეუერთდება. მოთამაშე ბერძნულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ვაგნერ გონსალვეშმა Instagram-ის საშუალებით თბილისურ კლუბს ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

პორტუ ალეგრიში დაბადებული 23 წლის შემტევი საფრანგეთის მოქალაქეა. ფრანგული ''ბასტიას'' პირველ გუნდში ვერ დამკვიდრდა, რის შემდეგაც კარიერა ''საბურთალოში'' გააგრძელა. 2016 წლიდან თბილისური გუნდის ღირსებას იცავდა.

2017 წელს ბელგიის უმაღლესი ლიგის კლუბ ''სერკლ ბრიუგეში'' იჯარის წესით გადავიდა, მაგრამ ფაქტობრივად თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.

2018 წელს ''საბურთალოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. მიმდინარე სეზონის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ვაგნერ გონსალვეშმა 10 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

2018-19 წლების სეზონში ''პანეტოლიკოსი'' სუპერლიგაში მე-9 ადგილზე გავიდა.

ვაგნერის ახალ გუნდში რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი ასპარეზობს. მათ შორისაა ენტონი მარსიალის ძმა იოჰანი, რომელიც 2010 წელს საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მას ეროვნულ გუნდში არ უთამაშია.

ფოტო: fcsaburtalo.ge, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები