სულშერმა პოზიცია შეცვალა - ნორვეგიელს სანჩესის შენარჩუნება სურს
Aa
Aa
16 აგვისტო 2019  |  15:04

სულშერმა პოზიცია შეცვალა - ნორვეგიელს სანჩესის შენარჩუნება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს სურს ალექსის სანჩესი „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩეს და კრიტიკოსებს დაუმტკიცოს, რომ ცდებიან.

ჩილელი შემტევის გადაბირებაზე სერია A-ს გუნდები ფიქრობენ. იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება, მაგრამ მთავარი პრობლემა არა დრო, არამედ სანჩესის ასტრონომიული ხელფასია.

როგორც ჩანს სულშერი ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს და აცხადებს: „ალექსისი ნამდვილი პროფესიონალია. იგი ბევრს მუშაობს, ჩვენი გუნდის ნაწილია და შესანიშნავი ფეხბურთელია“.

„ჩვენ შეტევაში დიდი არჩევანი არ გვაქვს და შესაძლოა მან უფრო მეტ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა, ვიდრე თქვენ გგონიათ“.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულშერის დანიშვნის შემდეგ, სანჩესს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. ოლე გუნარის ხელმძღვანელობით, მან მხოლოდ 16 შეხვედრა ჩატარა და ერთადერთი გოლი შეაგდო.

ცოტა ხნის წინ The Sun იუწყებოდა, რომ თუ ჩილელი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას არ დათანხმდებოდა, ნორვეგიელი სპეციალისტი მზად იყო იგი სარეზერვო გუნდში გადაეყვანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები