შენგელია:''ესპანეთიდან მიწვევენ, თუმცა შესაძლოა სხვა ქვეყანაში წავიდე''
Aa
Aa

შენგელია:''ესპანეთიდან მიწვევენ, თუმცა შესაძლოა სხვა ქვეყანაში წავიდე''

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, თბილისის ''დინამოს'' შემტევი ლევან შენგელია შესაძლოა ლა ლიგა 2-ის კლუბ ''კადისის'' ფეხბურთელი გახდეს, თუმცა მოთამაშის თქმით საკითხი გადაწყვეტილი არაა.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი ესპანურ მედიას ესაუბრა.

შენგელიამ ElDesmarque-სთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:''ბედნიერი ვარ ''კადისის'' შემოთავაზებით, ამ მომენტში ვერ გეტყვით რა მოხდება მომავალში. ''კადისის'' შესახებ ჩისკოს ვესაუბრე, მისი თქმით ''კადისი'' ამბიციური კლუბია, რომლის მიზანი ლა ლიგაში თამაშია, რაც ჩემთვის სავსებით საკმარისია.

უცხოეთიდან კიდევ ერთი შემოთავაზება მაქვს, უმაღლესი ლიგის კლუბი მიწვევს, თუმცა ვიცი რომ ლა ლიგა 2 ძალიან კარგი ჩემპიონატია და იქ თამაშს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შევძლებ.''

ესპანური მედიის ცნობით თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელი ლევან შენგელია ლა ლიგა 2-ის სამ კლუბს სურს. ''კადისის'' გარდა ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით ''ტენერიფე'' და ''ლუგო'' დაინტერესდნენ.

23 წლის ქართველ შემტევს თბილისის ''დინამოსთან'' კონტრაქტი აგვისტოს ბოლომდე აკავშირებს. შენგელია ''დინამოს'' ევროპა ლიგის შეხვედრებში დაეხმარა. ევროსეზონს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დიდი ალბათობით ''ფეიენორდთან'' საშინაო შეხვედრით დაასრულებს, რადგან როტერდამში სტამის გუნდმა 4:0 გაიმარჯვა.

 ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები