მოკრივეების 15 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

მოკრივეების 15 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე  კრივის ევროპის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა 30 ქვეყნის 316 სპორტსმენმა მიიღო.

საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 15 მედალი მოიპოვა - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

თბილისში ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა, ევროპის კრივის კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

შეჯიბრების დასკვნით დღეს, 11 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ორთაბრძოლებს დაესწრო - განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რომელმაც ქართველ მოკრივეებს უგულშემატკივრა და მოგვიანებით პრიზიორი სპორტსმენები, მათ შორის ჩემპიონი დავით ჯაფარიძე დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები