ფრანგული მედია: ნეიმარის ''რეალში'' გადასვლა უფრო რეალურია
Aa
Aa

ფრანგული მედია: ნეიმარის ''რეალში'' გადასვლა უფრო რეალურია

ფრანგულ მედიაში პსჟ-ს შემტევის, ნეიმარის შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. leparisien-ის ცნობით ბრაზილიელის გადაბირება ''ბარსელონასა'' და მადრიდის ''რეალს'' სურთ, თუმცა ტრანსფერის განხორციელების უფრო მეტი შანსი''სამეფო კლუბს'' აქვს. ამ მოცემულობით ნეიმარის მადრიდულ კლუბში გადასვლა უფრო რეალურია ვიდრე კატალონიურ კლუბში დაბრუნება.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე ნეიმარის შესახებ კომენტარი კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ გააკეთა: "მოლაპარაკებამ წინ წაიწია, მაგრამ შეთანხმება მიღწეული არაა. ვნახოთ რა მოხდება. ყველასთვის აუცილებელია, რომ მომავალი განსაზღვრული იყოს".

შეგახსენებთ, 2013 წელს ნეიმარი ''სანტოსიდან'' კატალონიის ''ბარსელონაში'' გადავიდა და 2017 წლამდე მესის მხარდამხარ თამაშობდა. 2017 წელს ნეიმარმა კარიერის პსჟ-ში გაგრძელება გადაწყვიტა. მას შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი პარიზული გუნდის ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები