საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა ტურნირის ფავორიტ შვეიცარიასთან და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს.

სადაც მათი მეტოქე საბრძნეთის ნაკრები იქნება

ჩვენს გუნდს ნახევარფინალში გასასვლელად მეტოქის 7 ბურთით დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ ეს არარეალური იყო.

შვეიცარიამ ამასწინათ ბაქოში, ევროპის ახალგაზრდოის ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც ევროპის 8 უძლიერესი გუნდი თამაშობდა, მეოთხე ადგილი დაიკავა და თბილისის ტურნირის აშკარა ფავორიტია.

საქართველოს ნაკრებს აკლდა ორი ლიდერი, ჯგერენაია და ჩხაიძე და რომ არა ჯგერენაიას ტრავმა პირველივე მატჩის დასაწყისში, ლიეტუვის დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა სრულიად რეალური იქნებოდა.

ჯგუფის მეორე მატჩში ფინეთს ნახევარფინალში გასასვლელად 6-ბურთიანი მოგება სჭირდებოდა ლიეტუვასთან, მაგრამ 23-34 წააგო და მეორე ადგილი დაიკავა.

მესამე საქართველოა, მეოთხე ფინეთი, მეხუთე - ლატვია.

დღეს შეჯიბრებაზე დასვენების დღეა.

შაბათს მატჩები 11 საათიდან დაიწყება

ჩვენი ნაკრები კი მატჩს 15:00 საათძე გამართავს

ცხელი ამბები