Aa
Aa

2014 წელს კროოსი "მანჩესტერში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში წარსული გაიხსენა და აქცენტი 2014 წლის ზაფხულზე გააკეთა. გერმანელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართულ მოლაპარაკებებს შეეხო და განაცხადა: „ვიცოდი, რომ წითელ ეშმაკებს ჩემ მიმართ სიმპათიები ჰქონდათ და დევიდ მოიესი ჩემი გაფორმების მომხრე იყო. იუნაიტედის წარმომადგენლებთან საკმაოდ სასიამოვნო შეხვედრაც გავმართე“.

„ჩვენ მანჩესტერის სამომავლო პროექტები განვიხილეთ და მათ დამარწმუნეს, რომ იუნაიტედში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. საბოლოოდ ჩვენ სიტყვიერ შეთანხმებასაც მივაღწიეთ“.

„ის ადამიანი არ ვარ, ვინც იმაზე დარდობს რა მოხდებოდა მანჩესტერში რომ გადავსულიყავი. დიახ, იუნაიტედთან ძალიან ახლოს ვიყავი და თითქმის წითელი ეშმაკების ფეხბურთელი გავხდი, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა და ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - მანჩესტერში ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ სამჯერ ნამდვილად ვერ მოვიგებდი“.

ტონი კროოსს „სამეფო კლუბის“ მაისურით 233 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 13 გოლი და 59 შედეგიანი გადაცემაა. გერმანელი ფეხბურთელი და კომპანია ამჟამად ახალი სეზონისთვის ემზადებიან. „რეალი“ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას 17 აგვისტოს იწყებს და გახსნით შეხვედრაში სტუმრად „სელტას“ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები