უეფამ ''დინამო'' დასაჯა: ''ფიენორდთან'' მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება
Aa
Aa

უეფამ ''დინამო'' დასაჯა: ''ფიენორდთან'' მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

საფეხბურთო კლუბ როტერდამის ''ფეიენორდის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით თბილისის ''დინამოსთან'' საპასუხო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ჰოლანდიური კლუბის ცნობით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქართული კლუბი დასაჯა. ასე რომ ''დინამო არენაზე'' გასამართ მატჩს ქომაგები არ დაესწრებიან.

ad.nl-ის ცნობით დასჯის მიზეზი ''დინამოს'' ქომაგთა მიერ ''გაბალასთან'' მატჩში გამოთქმული რასისტული შეძახილებია. უეფამ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 50 000 ევროთი დასაჯა.

შეგახსენებთ, დღეს 21 საათსა და 30 წუთზე ''დე კუიპზე'' ''ფეიენორდისა'' და თბილისის ''დინამოს'' პირველი დაპირისპირება დაიწყება.

საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს ''დინამო არენაზე'' მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.

თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება ''ფეიენორდის'' ქომაგები თბილისს ვერ ეწვევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები