Aa
Aa

სუარესი: "იმედი მაქვს გრიზმანი გუნდთან რაც შეიძლება სწრაფად ადაპტირდება“

გამთენიისას კატალონიის „ბარსელონა“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და „პარტენოპეი“ 2-1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე, „ბლაუგრანას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გახსნა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე „ნაპოლიმ“ უმტიტის ავტოგოლის წყალობით აღადგინა წონასწორობა. გადამწყვეტი კი ივან რაკიტიჩის გასროლა გამოდგა. ხორვატმა ფეხბურთელმა იტალიელთა კარი 79-ე წუთზე აიღო.

მატჩის შემდეგ ესპანურმა პრესამ „ბარსას“ ერთ-ერთ ლიდერს, ლუის სუარესს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ურუგვაელმა ფეხბურთელმა შეხვედრა შეაფასა და ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა.

„გრიზმანმა ბარსელონას სათამაშო სტილი უნდა გაითავისოს, რაც ადვილი ნამდვილად არაა. ანტუანი ჭკვიანი ფეხბურთელია და იმედი მაქვს იგი გუნდთან რაც შეიძლება სწრაფად ადაპტირდება“.

„ჩვენ ერთად უკვე მეორედ ვიასპარეზეთ. ნელ-ნელა ერთმანეთს უკეთ ვუგებთ და ახალი სეზონისთვის ვემზადებით“.

„რაც შეეხება მატჩს, ძალიან გადაღლილი ვარ. წინასასეზონო შეხვედრებში თამაში რთულია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ლა ლიგის სტარტისთვის სასურველ ფორმაში ვიყოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები