დავიდ ლუისი
Aa
Aa

დავიდ ლუისი "ჩელსის" აუჯანყდა! ბრაზილიელს "არსენალში" გადასვლა სურს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ დავიდ ლუისი "ჩელსის" დაუპირისპირდა, ვარჯიში გამოტოვა და "არსენალში" გადასასვლელად ყველაფერს აკეთებს.

"მეთოფეებს" უპამეკანოსა და რუგანის გაფორმება სურდათ, თუმცა ხელი მოეცარათ და ახლა მათი ყურადღების ცენტრში "არისტოკრატების" ბრაზილიელი უკანახაზელი მოხვდა.

32 წლის მცველმა ცოტა ხნის წინ "ლურჯებთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ "არსენალის" ტექნიკურ დირექტორს, ედუს მისი გადაბირება სურს და მზადაა "ჩელსისთან" გარიგება დადოს. მიუხედავად ამისა კლუბებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

ლუისმა გასულ სეზონში "არისტოკრატების" მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა. "სტემფორდ ბრიჯზე" იგი 2011 წლის იანვარში გადავიდა, მაგრამ 2014-ში პსჟ-ს მიაშურა და ორი წლის შემდეგ კვლავ "ლურჯებს" დაუბრუნდა.

ლონდონელებთან ერთად ლუისმა ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი (ორჯერ) და ევროპა ლიგა (ორჯერ) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები