რუნი
Aa
Aa

რუნი "ნისლიან ალბიონზე" დაბრუნდა და "დერბისთან" 18 თვიანი კონტრაქტი გააფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, უეინ რუნი "ნისლიან ალბიონზე" დაბრუნდა. ინგლისელმა "დერბისთან" 18 თვიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა "პრაიდ პარკზე" 2020 წლიდან იმუშავებს და მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს შეითავსებს.

რუნის ტრანსფერი დიდწილად "დერბის" სპონსორის, 32Red-ის დამსახურება გახლდათ და კომპანიის საპატივცემულოდ უეინი 32 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"ძალიან მიხარია დერბიმ ასეთი შანსი რომ მომცა. მოუთმენლად ველი იანვრიდან ფილიპ კოკუს, მის სამწვრთნელო შტაბს და გუნდს როდის შევუერთდები. დარწმუნებული ვარ კლუბს დავეხმარები და ერთი სული მაქვს ყველას, განსაკუთრებით გულშემატკივრებს როდის შევხვდები" - განაცხადა რუნიმ.

გავრცელებული ინფორმაციით "ევერტონისა" და "მანჩესტერის" ექსფორვარდი ანაზღაურების სახით კვირაში 100 000 ფუნტს მიიღებს.

"დერბის" მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გუნდის თავკაცი, ფილიპ კოკუც გამოეხმაურა და განაცხადა: "უეინ რუნი მაღალი დონის ფეხბურთელია. იგი დერბიზე დიდ იმედებს ამყარებს და დარწმუნებული ვარ, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა, გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს".

"მას, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, თუმცა რესურსი ჯერ კიდევ არ ამოუწურავს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები