''საბურთალოს'' ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ბრწყინვალე შანსი აქვს!
Aa
Aa

''საბურთალოს'' ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ბრწყინვალე შანსი აქვს!

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხური ''არარატ-არმენიას'' ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ''საბურთალო'' ფლეი-ოფში ლუქსემბურგის ''დუდელანჟსა'' და ესტონურ  ''კალიუს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სომხური კლუბის დამარცხების შემთხვევაში ''საბურთალო'' განუთესავ მეტოქეს შეხვდება და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ძალიან რეალური შანსი ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში ''დუდელანჟმა'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, ლუქსემბურგული კლუბი დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არაა. ანალოგიურის თქმა შეიძლება ესტონეთის ჩემპიონ ''კალიუზე.''

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები