Sport -
Aa
Aa

Sport - "ბარსელონას" სათადარიგო გეგმა! "ბლაუგრანა" იჯარაზე ფიქრობს

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი სუპერვარსკლავი, ნეიმარი "ბარსელონას" უახლოვდება. Sport-ის ინფორმაციით კლუბები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.

კატალონიური გამოცემის თანახმად "ბლაუგრანას" ალტერნატიული გეგმა "ნეის" ერთწლიანი იჯარით აყვანა გახლავთ. ხელშეკრულების მიხედვით "ბარსას" შემდგომში კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.

Sport-ის ცნობით კლუბებმა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ ყველაფერი მომდევნო კვირაში გაირკვევა. მოლაპარაკებებისას ორივე მხარე ფრთხილობს, თუმცა "კამპ ნოუზე"ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებენ და დარწმუნებულები არიან, რომ პარიზელთა დაყოლიებას მოახერხებენ.

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ნეიმარის "პარკ დე პრენსზე" დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია. 27 წლის შემტევს კატალონიაში დაბრუნება სურს და "ნეის" მიმართ "ბლაუგრანას" გარდა სერიოზულ ინტერესს არავინ იჩენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები