მომენტი, როცა VAR-ის ჟესტს იყენებ და პენალტს ნიშნავ, მაგრამ VAR არ გაქვს!
Aa
Aa

მომენტი, როცა VAR-ის ჟესტს იყენებ და პენალტს ნიშნავ, მაგრამ VAR არ გაქვს!

ბოლივიის ჩემპიონატში საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. "ოლვის რედისა" და "ბოლივარს" შორის გამართული მატჩის ბოლო წამებზე მსაჯმა სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი VAR-ის ჟესტის გამოყენების შემდეგ დანიშნა. პრობლემა ისაა, რომ ბოლივიის ჩემპიონატში ვიდეორეფერი ჯერ კიდევ არაა შემოღებული.

95-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმა შეასრულეს და ჩაწოდების შემდეგ წესების დარღვევაზე აპელირებდნენ. რაულ ოროსკომ გვერდითა ხაზთან მიირბინა და კოლეგასთან კონსულტაცია გაიარა. შემდეგ მან VAR-ის ჟესტი გამოიყენა, ხელი ყურთან მიიტანა, თითქოს ინსტრუქციები მიიღო და თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

არბიტრის გადაწყვეტილებამ არეულობა გამოიწვია. სტუმართა გუნდის თავკაცი მსაჯის მიერ გამოყენებულ VAR-ის ჟესტს აპროტესტებდა, თუმცა ყველაფერი უშედეგო გამოდგა და "ოლვის რედის" მოთამაშეებმა პენალტის დარტყმის უფლება მაინც მიიღეს.

მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანი 107-ე წუთზე შეასრულეს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და შეხვედრა "ბოლივარის" გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები