35 წლის ტატანაშვილის გამარჯვების გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში
Aa
Aa

35 წლის ტატანაშვილის გამარჯვების გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშების მესამე წრე ბოლნისში დაიწყო, თემურ შალამბერიძის გაწვრთნილმა ბოლნისის ''სიონმა'' თბილისის ''ვიტ-ჯორჯიას'' უმასპინძლა და დიმიტრი ტატანაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა.


ტატანაშვილი ბოლნისურ კლუბში 2015-16 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ საჩხერის ''ჩიხურაში,'' ''საბურთალოსა'' და ''თელავში'' იასპარეზა. მიმდინარე ზაფხულში 35 წლის გამოცდილი თავდამსხმელი ''თამაზ სტეფანიაზე'' დაბრუნდა და პირველივე მატჩში ბოლნისური კლუბისთვის სამი ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

 

''სიონის'' შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი რატი ცაცკრიალაშვილმა და გიორგი ივანიშვილმა ჩაატარეს. ცაცკრიალაშვილმა ''ვიტ-ჯორჯიასთან'' შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.  გიორგი ივანიშვილი ''სიონში'' გადასვლამდე პოლონეთის ექსტრაკლასას ''ზაგლემბეში'' ასპარეზობდა.

მიმდინარე ზაფხულში ''სიონს'' ამპლუით მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ''ვიტ ჯორჯიას'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

რაც შეეხება ''ვიტ-ჯორჯიას,''  ვლადიმერ ხაჩიძის გუნდს ლუკა ვარძელაშვილი და ლაშა ნანობაშვილი შეუერთდნენ, რომლებმაც ''სიონთან'' სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს.

ფოტო: ''ვიტ ჯორჯიას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები