ედმილსონი:
Aa
Aa

ედმილსონი: "ნეიმარს მესის ჩანაცვლება შეუძლია"

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ედმილსონს მიაჩნია, რომ ნეიმარს ლიონელ მესის ჩანაცვლება შეუძლია. მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც "ლა პულგა" ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, "ნეი" მას ღირსეულად შეცვლის.

თანამემამულის შესახებ ედმილსონმა Goal.com-თან ისაუბრა და განაცხადა: "ბარსელონა მალე მესის გარეშე ასპარეზობაზე დაიწყებს ფიქრს. არგენტინელი მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშებს, თუმცა სამი, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ, ნეიმარს მესის ადგილის დაკავება შეეძლება.

ნეი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ წარმატების მისაღწევად აუცილებელია დადებითი დამოკიდებულება შეინარჩუნოს და თავისი ფეხბურთი ითამაშოს. ნეიმარს მესის ჩანაცვლება ნამდვილად შეუძლია.

ნეის პარიზში ორ საშუალო დონის სეზონი ჰქონდა, რომელსაც ტრავმები ახლდა თან. პარი სენ-ჟერმენმა საფრენგეთის ჩემპიონობის მოპოვება მაინც მოახერხა, თუმცა ვფიქრობ ეს ნეიმარის საუკეთესო წლები არ ყოფილა".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს დიდი ხანია "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. ბრაზილიელი პსჟ-ს გუნდიდან გაშვებას სთხოვს და კარიერის "კამპ ნოუზე" გაგრძელებაზეა ორიენტირებული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები