Aa
Aa

"იუვე" კინის სანაცვლოდ ნევეშს მიიღებს?

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი ნახევარცმველი რუბენ ნევეში, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს, მოიზე კინი კი „ვულვზის“ რიგებში გადავიდეს.

„იუვეს“ სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, გუშინ ლონდონში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გამართა. ინგლისელები კინის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან და მის სანაცვლოდ ნევეშის დათმობასაც არ მოერიდებიან.

ტურინელებმა რამდენიმე დღის წინ „ევერტონის“ მიერ კინის სანაცვლოდ შეთავაზებული 35 მილიონი ევრო იუარეს და როგორც იტალიური პრესა წერს, თინეიჯერ ფორვარდს „ვულვზს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუთმობენ, თუკი სამაგიეროდ ნევეშს მიიღებენ.

22 წლის ნევეში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრია, „ვულვზში“ კი 2017 წლიდან თამაშობს. კლუბმა „პორტუს“ მის ტრანსფერში 18 მილიონი ევრო გადაუხადა, ახლა კი მისი ფასი 40-45 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები